ELACQUA
16A Inasaridze str. Batumi, Georgia
16A Inasaridze str. Batumi, Georgia
კომპანიაშპს ელასქვა(Elacqua) დაარსებულია ორი იტალიელი პარტნიორის მიერ: ელფორ ს.რ.ლ. (ELFOR S.R.L.) და ემიკონ ა.ს. (EMICON A.C.) ორივე კომპანია 1981-1983-დან იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ევროპის ბაზარზე. ორივემ წარადგინა მსხვილი პროექტები რუსეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში.
ელფორ ს.რ.ლ. (ELFOR S.R.L.) სპეციალიზირებულია ელექტრო და დაბალ ამპერიან პორექტებზე და საინსტალაციო სამუშაოებზე, ყველა სახის სამშენებლო ავტომატიკაზე (განათება, გათბობა, გაგრილება, ჰაერის კონდიცირება, ხანძარსაწინაამღდეგო ავტომატიკა, ზოგადი სამშენებლო ავტომატიკა), ხანძრის დეტექციის სისტემებზე, წვდომის კონტოლზე, ვიდეომეთვალყურეობის და საკომუნიკაციო სისტემებზე (მონაცემთა გადაცემა). ელფორს გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიების პროდუქციასთან, როგორიც არის ABB, BTicino, Sauter, Notifier/Honeywell, Cisco.
როგორც წესი, ელფორი იწყებს პროექტს დეტალური საპროექტო სამუშოებით, ან თუ კლიენტს უკვე გააჩნია საპროექტო დოკუმენტაცია, იწყებს საერთაშორისო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის კონტროლით.
ჩვეულებრივ ელფორი მუშაობს ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, მაგრამ საჭიროების შემთხევვაში, განახორციელებს საპროექტო და საინსტალაციო სამუშაოებს ასვე ამერიკულ NFPA სტანდარტების თანახმად.
იტალიის და საზღვარგარეთის ძირითადი რეკომენდაციები მიმაგრებულია. უკანასკნელ პროექტების შორის არის გრანდ გლორია სასტუმრო ბათუმში (2017 წელი), სადაც ელფორმა დააპროექტა, მიაწოდა და დააინსტალირა ხანძრის დეტექციის, საზოგადოებრივი შეტყობინების, საკომუნიკაციო, ნომრის ავტომატიზაციის და ჰაერის გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების ავტომატური სისტემები. ზოგი სურათი მიმაგრებულია, ასევე შესაძლებელია სასტუმროში ტექნიკური ოთახების დათვალიერების განხორციელება.
ემიკონ ა.ს. (EMICON A.C.) სპეციალიზირებულია მექანიკურ სისტემებზე, სპრინკლერის სისტემებზე და სანტექნიკაზე. 20 წელიწადზე მეტია კომპანია აწარმოებს გაგრილების სისტემებს და კონდიცირებული ჰაერის სავენტილაციო მიმყვანებს, რომლებიც დამონაჟებულია ევროპაში, აზიაში და აფრიკაში. ამავე დროს კომპანიას გააჩნია საკუთარი საპროექტო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს ყველა სახის მექანიკურ სისტემას და ახორციელებს ინსტალაციის ზედამხედველობას.
ემიკონ ა.ს. -ს გააჩნია გრძელვადიანი პარტნიორობა გრუნდფოსთან და პატტერსონის კომპანიებთან, რომლებიც აწვდიან ჰაერის გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემას და სახანძრო ტუმბოებს სხვადასხვა პროექტებისათვის. ჰაერის გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების და ხანძრსაწინაამღდეგო სისტემები მუშაობენ იტალიაში, აზერბაიჯანში (ევროვიზიის სიმღერის ფესტივალი 2012, პირველი ევროპული თამაშები 2015, რამდენიმე VIP ვილა ბაქოში, გიანჯიკ მოლი ბაქოში და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები), რუსეთში - ბანკებში, მოლებში, სასტუმროებში უკრაინაში და საქართველოში.
ემიკონი ასევე მუშაობდა ბათუმში ელფორთან ერთად გრანდ გლორია სასტუმროს ჰაერის გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების და სპრინკლერის სისტემებზე.
შპს ელასქვას, რომელიც არის ორი იტალიური კორპორაციის სინთეზის შედეგი, გააჩნია ევროპული დიზაინერების მსხვილი ჯგუფი, რომელიც სრულიად შეესაბამება სართაშორისო სტანდარტებს, გააჩნია სპეციალიზირებული სადამკვირლებლო შტატი, პარტნიორული კონტრაქტები კარგად ცნობილ ევროპულ და აშშ-ს მწარმოებლებთან და მიმწოდებლებთან და კონსოლიდირებული ურთიერთობები ქართულ, თურქულ და აზერბაიჯანულ საინსტალაციო კომპანიებთან.
ასე რომ შპს ელასქვა იძლევა მაღალხარისხიანი სამუშაოების შესრულების გარანტიას საპროექტო სამუშაოებიდან მიწოდების და მომსახურების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით. პროექცის მოქნილობა, კვალიფიცირებული ადგილობრივი მემონტჟეების არსებობა, ხდის შპს ელაქვას კონკურენტუნარიან და მოხერხებულს კლიენტებისათვის.
ჩვენი მომსახურება: ავტომატიზაციის, სახანძრო გამოვლენისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ტექნიკური დიზაინი, ჰავაკი და ელექტრული სისტემები. აღჭურვილობის მიწოდება და მონტაჟი.
OUR SERVICES: TECHNICAL DESIGN OF BMS, AUTOMATION, FIRE DETECTION AND FIRE FIGHTING SYSTEMS, HVAC AND ELECTRICAL SYSTEMS. EQUIPMENT SUPPLY AND INSTALLATION